საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მოსახლეობას ქვეყნის წინაშე მდგარ ყველაზე მწვავე პრობლემად სოფლად თუ ქალაქად არსებული უმუშევრობა მიაჩნია. გამოკითხულთა 25%-მა სწორედ უმუშევრობა დაასახელა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემად. რესპონდენტების 31%-მა განაცხადა, რომ უმუშევრობა მათი ოჯახისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 12%-მა მთავარ პრობლემად სუფთა წყლის არ არსებობა დაასახელა, 7%-მა ეკონომიკა, 5-მა გზა და ეკოლოგიური პრობლემები.

ფოტო: IRI-ს კვლევა

კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4-21 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. საველე სამუშაოები აიფიემმა განახორციელა. მონაცემები მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით შეგროვდა. შერჩევა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს მოიცავდა. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს. გამოპასუხების მაჩვენებელი — 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება ამერიკელი ხალხის
მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით გახდა შესაძლებელი.