ატენი-ბოშურის მიმდებარედ მთაში, კლდოვან ნაწილზე ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის ხანძრის კერამდე მიყვანა ვერ ხერხდება. უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩება. მათივე ინფორმაციით, ხილვადობის აღდგენისთანავე ცეცხლის ქრობის სამუშაოები გაგრძელდება.