აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნების პორცესს ეუთო/ოდირის მისიაში ჩართული მოხალისეები და აშშ-ს საელჩო დააკვირდება. ისინი ცესკოსთან პროცესს ერთად დააკვირდებიან. ამის შესახებ მაიკ პომპეომ საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისადმი გაგზავნილ წერილში ისაუბრა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, პანდეემით შექმნილი ვითარების გამო, NDI-სთან და IRI-სთან მუშაობენ რათა, მიიღონ პრობლემის გადაჭრის გეგმა და მოახერხონ, საარჩევნო პროცესში სრულად ჩართვა და დისტანციურად დაკვირვება.