შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მორაგბე რამაზ ხარაზიშვილს დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. On.ge-ს ინფორმაციით, დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, მერაბ ბესელია.

შსს-ს განცახდებით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული — 118-ე, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და 236-ე, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის ტარებას გულისხმობს.

მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი დღეს, 16 სექტემბერს დაჭრეს. იგი კავკასიის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. საქართველოს რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრის, სანდრო საკანდელიძის თქმით, მორაგბეს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.