დაჭრილ მორაგბეს, რამაზ ხარაზიშვილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრმა, სანდრო საკანდელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"ოპერაცია ჩაუტარდა რამაზის და ყველაფერმა კარგად ჩაირა. იმედი ვიქონიოთ, რომ ის მალე ჩვენთან ერთად იქნება", — აღნიშნა საკანდელიძე.

მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი დღეს, 16 სექტემბერს დაჭრეს. იგი კავკასიის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული — 118-ე, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და 236-ე, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის ტარებას გულისხმობს.