ხის ძეგლის დაწვის შემდეგ, მელანიას სლოვენიაში ბრინჯაოს ძეგლი დაუდგეს
მელანია ტრამპს, სლოვენიაში ბრინჯაოს ძეგლი დაუდგეს. სლოვენია ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ლედის სამშობლოა და ძეგლი სწორედ მისი საცხოვრებელი ქალაქის მიმდებარედ გაიხსნა.
ახალი ძეგლი ძველი ხის ძეგლის მსგავსია და სწორედ ის ჩაანაცვლა. 2019 წლის ივლისში გახსნილ ძეგლს "საფრთხობელა" შეარქვეს, რომელიც კრიტიკოსების აზრით, მელანიას სრულებით არ ჰგავდა.
ხისგან გამოთლილ ადამიანის ზომის ძეგლს ცისფერი კაბა ეცვა — ისეთი, როგორიც მელანიას 2017 წელს, ქმრის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე.
ძეგლი მელანიას მშობლიურ ქალაქ სევნიცასთან იყო ახლოს და პირველი გახლდათ, რომელიც აშშ-ს ამჟამინდელ პირველ ლედის ეძღვნებოდა. მის ავტორს, ამერიკელ კონცეპტუალურ ხელოვანს, ბრედ დაუნს არ ესმოდა, რატომ მიიჩნეოდა ის "უშნოდ", ან რატომ არსებობდა მოლოდინი, რომ ის მელანიასთვის გარეგნულად უნდა მიემსგავსებინა.
ასე გამოიყურებოდა ძეგლი დაწვის შემდეგ.
ახალი, ბრინჯაოს ძეგლი 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს დამწვარი წინამორბედის თითქმის ასლია. "სამუდამოდ რომ გვახსოვდეს ძეგლი, რომელიც აქ იდგა", — წერია მასზე.
ძეგლის ავტორი ამჯერად ადგილობრივი ხელოვანი მარკო ვივოდაა.
"აქ შევიკრიბეთ, რომ დავაბრუნოთ მელანიას ძეგლი იმ ადგილზე, სადაც ის დაწვეს", — თქვა მან.
მელანია სლოვენიაში 1970 წლის 26 აპრილს დაიბადა. მან ქვეყანა მოდელის კარიერის დაწყებისთანავე დატოვა და მოგვიანებით, 26 წლის ასაკში, ნიუ-იორკში გადავიდა. სწორედ იქ გაიცნო მან მომავალი ქმარი. დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სევნიცას უამრავი ტურისტი სტუმრობს, რომ მელანიას დაბადების ადგილზე მეტი შეიტყოს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
კომენტარები