დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, PCR ტესტების მაჩვენებელი გაზრდილია და იანვრიდან მოყოლებული დღემდე ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე თქმით, მილიონ მოსახლეზე გვაქვს 136 818 ტესტი, რაც კარგი მაჩვენებელია. ევროკავშირის ქვეყნებს შორის შუა ხაზზე ვართ. მისივე აღნიშვნით, გაფართოებული ტესტირების დროს ინფექცია, თითქმის, არ იპარება და ადრეულ ეტაპზე ვლინდება.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: