დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აჭარაში შესაძლოა მედპერსონალის მობილიზაცია გახდეს საჭირო. გარდა ამისა, მინისტრი აცხადებს, რომ კოვიდინფიცირეულებისთვის 400-მდე საწოლია მობილიზებული და 48 საათის განმავლობაში კიდევ 170 საწოლი დაემატება.

"დღეს ჩვენ გვექნება შეხვედრა სამედიცინო პერსონალთან, რადგან ჩვენ დავაანონსეთ, რომ შეიძლება საჭირო გახდეს პერსონალის მობილიზაცია. ამ კუთხით დავეხმარებით კლინიკებს, რომ მათთან არ იყოს პერსონალის დეფიციტი. დღის განმავლობაში ცნობილი გახდება რა ინსტრუმენტებითა და ბერკეტებით მოხდება პერსონალთან მოლაპარაკება და შემდეგ მათი მობილიზაცია საავადმყოფოებში", — განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 196 შემთხვევიდან 144 აჭარიდანაა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მკურნალობის კურსს გადის გადის 479 პაციენტი, აქედან 321 სამედიცინო დაწესებულებეში, 158 კი საკარანტინო სივრცეში მეთვალყურის ქვეშაა. გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა 4 000-ზე მეტი PCR ტესტი, აქედან 144 შემთხვევაში პასუხი კორონავირუსზე დადებითია.

16 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 2 758 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან უკვე 1 412 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ამ ეტაპისთვის კარანტინშია 6 633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: