ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, 24 დეკემბერს სასულიერო პირს წყნეთის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან ესროლეს.

"თავდასხმა მოხდა მამა გიორგი ცნობილაძეზე, ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2 მამა შალვა კეკელიამ დაუდასტურა" - წერს რ2.

On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა ვაკეში ერთი პირის დაჭრის ინფორმაცია დაუდასტურა, თუმცა უწყება სავარაუდო ეჭვმიტანილისა და დაჭრილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.