კლინიკა ლჯ-ში აცხადებენ, რომ პარტია თავისუფალი საქართველოს თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის ამჟამად გადაუდებელი ინტენსიური თერაპიის ბლოკში იმყოფება. მისი მკურნალი ექიმის, ზაზა ლომინაძის თქმით, წულაიას ოპერაცია ჩაუტარდება.

"დილით მიოკარდიომის მწვავე ინფარქტით შემოიყვანეს, ეს არის რიგით მესამე შემთხვევა, ორჯერ აქვს გაკეთებული ოპერაცია. იმყოფება გადაუდებელი ინტენსიური თერაპიის ბლოკში. ამჟამად მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. უტარდება სათანადო მკურნალობა, ჩაუტარდა კორონაროგრაფია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მას ესაჭიროება შუნტირების ოპერაცია. შედგება კონსილიუმი და გადავწყვეტთ, როდის ჩაუტარდება", — განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

წულაია გულის მძიმე შეტევით საავადმყოფოში დღეს დილით გადაიყვანეს.