საქართველოს რაგბის კავშირში სროლა იყო, დაშავებულია ერთი ადამიანი. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს რაგბის კავშირის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ვრცელდება ცნობები მორაგბის დაჭრის შესახებ, თუმცა ეს ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ს განუცხადა, გამოძიება 2 მუხლითაა დაწყებული: 118-ე, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და 236-ე, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.