დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ენერგო-პროს ჯორჯიას პრესსამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ ქუთაისის სერვისცენტრის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათივე თქმით, სერვისცენტრი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე რამდენიმე დღის წინ გადავიდა, თუმცა, ამბობენ, რომ PCR კვლევა ყველა თანამშრომელს ჩაუტარდება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს დადასტურებული 196 შემთხვევიდან 8 შემთხვევა იმერეთს უკავშირდება. 7 ქუთაისს, საჩხერეში 1 დაფიქსირდა. 144 შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმში, თბილისში — 29. ამასთან, ეზუგბაიას თქმით, 4 შემთხვევა დადასტურდა გორსა და ოზურგეთში, 3 კი გარდაბანში. ინფიცირებულთა რიცხვი ფოთსა და მცხეთა-მთიანეთში 1-ით გაიზარდა.

ამ ეტაპისთვის კარანტინშია 6 633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: