ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა
ევროპულმა საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გირჩი, სტრატეგია აღმაშენებელი და ერთიანი საქართველო მართლმსაჯულების სისტემის საერთო რეფორმაზე შეთანხმდნენ და დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
ეს შეთანხმება ბორჯომში NDI-ს ორგანიზებით გამართული მოლაპარაკებებისას შეჯერებული საკითხების ნაწილის რატიფიცირებაა. შეთანხმება გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდომის გაზრდის მიზნით სხვადასხვა რეფორმის განხორციელებას.
შეთანხმების ძირითადი მიმართულებები:
შინაგან საქმეთა სამინისტრო
- პოლიციის დეცენტრალიზაცია და შსს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება;
- თვითმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც ცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს;
- ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა.
პროკურატურა
- ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა, აირჩიოს, მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას;
- პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება;
- ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა.
სუს-ი
- სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება;
- დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა.
"ეს რეფორმა, რომელიც აქ არის ახლა ასახული ფურცელზე, სრულად ჯდება იმ პოლიტიკურ პლატფორმაში, რომელიც გვაქვს ჩვენ, ენმ-ს, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ პოლიციური სისტემა, როგორც სუს-ი, ესაა რეპრესიული სისტემა, რომელიც აღარ უნდა არსებობდეს, ის რომ პოლიციელი უნდა იყოს ღირსეული მსახური და არა პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი, ის, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ადამიანების, შერიფების, არჩევის უფლება", — განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
ბორჯომში შეხვედრაზე ოპოზიციურმა პარტიებმა სხვა საკითხებზეც იმსჯელეს და განაცხადეს, რომ შესაბამის დოკუმენტს ხელს მაშინ მოაწერენ, როცა ყველა ოპოზიციური პარტია შეჯერდება და საერთო მზაობა იქნება.
-
-
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
კომენტარები