მთავრობამ ტურისტული სააგენტოები მოატყუა და დახმარების გარეშე დატოვა — გიგლა მიქაუტაძე
მთავრობის კანცელარიასთან ლელოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგლა მიქაუტაძემ ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულთა მხარდასაჭერად ბრიფინგი გამართა.
მიქაუტაძემ ბრიფინგის მსვლელობისას ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულთა პრობლემებისა და ხელისუფლების შეუსრულებელი დაპირებების შესახებ ისაუბრა. მიქაუტაძემ ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავასა და ტურიზმის სააგენტოს მოუწოდა, ტურიზმის სფეროში დასაქმებულების მიმართ აღებული დანაპირები შეასრულონ.
ლელოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მთავრობის მიერ მოტყუებული ტურისტული სააგენტოები, შესაძლოა გაკოტრდნენ, ხელისუფლება კი მათ დასახმარებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.
"ფრენების აკრძალვის პარალელურად, მთავრობამ ტურისტული სააგენტოები მოატყუა და დახმარების გარეშე დატოვა, რასაც ამ კომპანიების გაკოტრება შეიძლება მოჰყვეს. პანდემიის პირობებში ტურისტული სააგენტოები აღმოჩნდნენ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. განულებული შემოსავლების მიუხედავად, მათ ისევ უწევთ საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) მიმართ წარდგენილი საბანკო გარანტიების მომსახურების ღირებულების გადახდა, რაც სოლიდურ თანხას შეადგენს. მაისში მათ მთავრობა საბანკო გარანტიის საზღაურის დაფინანსებას დაპირდა და ვადად 15 ივლისი დაასახელა, რაც დასტურდება მარიამ ქვრივიშვილის 9 ივლისის ოფიციალური წერილით. თუმცა ამ კომპანიებს დღემდე არ მიუღიათ არანაირი დახმარება და აღმოჩნდნენ კრიტიკულ მდგომარეობაში", - განაცხადა მიქაუტაძემ.
მისივე თმით, საქართველო ფაქტობრივად, ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა ევროპაში, რომელმაც არ გახსნა ცა და დღემდე აკრძალული აქვს ფრენები მწვანე ქვეყნებთანაც კი. სწორედ ამის გამო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრსა და ტურიზმის სააგენტოს მიმართავს, რომ შეასრულონ დანაპირები.
"მოვუწოდებ ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას და ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს შეასრულონ მათ მიერ გაცემული დაპირება და ნუ მიიყვანენ ტურისტულ სააგენტოებს გაკოტრების წინაშე. ასევე აუცილებელია, ეტაპობრივად გაიხსნას საქართველოს საჰაერო სივრცე იმ ქვეყნებთან, სადაც ეპიდემიის დონე დაბალ ნიშნულზეა. ევროკავშირში დიდი ხანია დაშვებულია შიდა ფრენები და ამის მიუხედავად, ეპიდ-სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება", - განაცხადა მიქაუტაძემ.
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვაჰარი სტაილსის სტალკერს მომღერლის ადევნებისთვის 14 კვირის ციხეში გატარება მოუწევს ჰარი სტაილსის სტალკერს მომღერლის ადევნებისთვის 14 კვირის ციხეში გატარება მოუწევს
-
-
-
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
კომენტარები