დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს დადასტურებული 196 შემთხვევიდან 144 უკავშირდება ბათუმს, 29 თბილისს, 8 შემთხვევა კი იმერეთს. მათგან 7 ქუთაისში, ხოლო 1 — საჩხერეში დაფიქსირდა.

ამასთან, ეზუგბაიას თქმით, 4 შემთხვევა დადასტურდა გორსა და ოზურგეთში, 3 კი გარდაბანში. ინფიცირებულთა რიცხვი ფოთსა და მცხეთა-მთიანეთში 1-ით გაიზარდა.

ამ ეტაპისთვის კარანტინშია 6 633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: