დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მალე აჭარაში კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების მკურნალობას ბინაზე დაიწყებენ. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"დაიწყო თბილისში და განსაკუთრებით აჭარაში მსუბუქი შემთხვევების საკარანტინო სივრცეებში მართვა. ჯერ ჰოსპიტალში რამდენიმე დღე სრული გამოკვლევა ჩატარდება, შემდეგ, მესამე-მეოთხე დღიდან კი საკარანტინო სივრცეში მართვა. ასევე, აჭარაში მალე იწყება თვითონ სახლში, ანუ ბინაზე მართვა პირველადი ჯანდაცვის ექიმების მიერ. ეს ეხება მხოლოდ მსუბუქ შემთხვევებს", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

15 სექტემბრის მონაცემებით, კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 აჭარაში დაფიქსირდა. იმის გამო, რომ აჭარის რეგიონი COVID-19-ის წითელ ზონაშია, ზაფხულში რეგიონში ნამყოფი მასწავლებლები ტესტირებას გაივლიან.

შემთხვევების ზრდის გამო კი საქართველოს დიდ ქალაქებში, აჭარაში, ახმეტის, გორისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სოფელში სწავლა ონლაინში განახლდა. პირველი ოქტომბრის შემდეგ კი სწავლის საკლასო ოთახებში გადატანა იგეგმება.

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 2 562 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან უკვე 1 381 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ამ ეტაპისთვის კარანტინშია 6 633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: