ვაკე-საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ნუცუბიძის პლატოს მაცხოვრებლებთან ერთად ბრიფინგი ჩაატარა.

ხოშტარიას თქმით, რამდენიმე თვეა გაუქმდა ტრანსპორტი, რომელიც უბანს ქალაქის სხვადასხვა ნაწილთან აკავშირებდა. დანიშნული ავტობუსი არაა საკმარისი და, ფაქტობრივად, საღამოს საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ნუცუბიძის პლატოებთან დაკავშირება შეუძლებელია.

ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ 9 საათის შემდეგ ცენტრალური უბნებიდან ნუცუბიძის პლატოზე ტრანსპორტით ვერ მიდიან.

ელენე ხოშტარიამ თბილისის მერიას მიმართა, დაინტერესდნენ ადგილობრივების პრობლემებით და მაქსიმალურად სწრაფად მოაგვარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა.