Edison Research-ის კვლევის თანახმად, ოპოზიციური კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში გამოკითხულთა 25 პროცენტს კოალიციური ოპოზიციის პრემირობის კანდიდატად დავით ბაქრაძის ხილვა სურს. მას მოსდევს გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილი.

ამასთან, ეს კითხვა დაუსვეს იმ ამომრჩევლებს, რომელთაც პარლამენტის მმართველის როლში არა ქართული ოცნების, არამედ სხვა პარტი(ებ)ის ხილვა სურთ. გამოკითხვის მიხედვით, ასეთი მოსახლეობის 57 პროცენტია.

კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით შესრულდა და როგორც ისინი განმარტავენ, საველე სამუშაოები მაშინ ჩატარდა, როცა სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად ჯერ დასახელებული არ იყო. ამ პერიოდისთვის პრემიერობის კანდიდატად ოფიციალურად მხოლოდ გიორგი ვაშაძე იყო დასახელებული. დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე პარტიების მიერ პრემიერობის კანდიდატებად არ დასახელებულან.

ფოტო: Edison Research

Edison Research-ის კვლევა 25 აგვისტო-7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2 850 ადამიანი. შედეგების ცდომილება +/- 2 პროცენტია.