Edison Research-ის კვლევის თანახმად, გლდანისა და ვაკის მაჟორიტარულ ოლქებში მოსახლეობის მხარდაჭერა ოპოზიციურ კანდიდატებს აქვს.

კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ამომრჩევლის 52 პროცენტი გლდანის მაჟორიტარულ ოლქში ნიკა მელიას დაუჭერდა მხარს. ამავე კვლევის თანახმად, მმართველი პარტიის კანდიდატი, ლევან კობიაშვილი 33 პროცენტს მიიღებდა.

ფოტო: Edison Research

რაც შეეხება ვაკის ოლქს, Edison Research-ის კვლევაში ნათქვამია, რომ ამომრჩევლის 39 პროცენტი ევროპული საქართველოს კანდიდატს, ელენე ხოშტარიას აძლევს ხმას. ქართული ოცნების კანდიდატს, ნოდარ ტურძელაძი კი მოქალაქეების 37 პროცენტი უჭერს მხარს.

ფოტო: Edison Research

Edison Research-ის კვლევა მხოლოდ რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქს შეეხო. ვაკისა და გლდანის გარდა, კვლევა ჩატარდა მთაწმინდის, თელავისა და გურჯაანის ოლქებში. მათ მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, აქ მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ. თუმცა გურჯაანის ოლქის გარდა, სხვაგან მეორე ტურია შესაძლებელი.

ფოტო: Edison Research

ფოტო: Edison Research

ფოტო: Edison Research

Edison Research-მა კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩაატარა. ფორმულას ინფორმაციით, საველე სამუშაოები 25 აგვისტო-7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2 850 ადამიანი. შედეგების ცდომილება +/- 2 პროცენტია.