აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, დღეს 15 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 52 ადამიანს დაუფიქსირდა. თუმცა, უცნობია, რამდენად ზუსტია ეს მონაცემები, რადგან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რეგიონიდან ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

დე ფაქტო უწყების ცნობით, ამ დროისათვის გუდაუთის საავადმყოფოში Covid-19-ის დიაგნოზით 63 ადამიანი მკურნალობს. 3 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 17 პაციენტი საშუალო სირთულისაა, 2 სამკურნალოდ სოჭში გადაიყვანეს.

დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ჯამში კორონავირუსი 726 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 192 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა — 7.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: