მათ, ვინც პირბადეს არ ატარებს, ინდონეზიაში COVID-19-ით დაღუპულთა საფლავებს ათხრევინებენ
უამრავი ადამიანი, მიუხედავად მსოფლიოში გართულებული ეპიდსიტუაციისა, მაინც უარს აცხადებს პირბადის ტარებაზე და, როგორც ჩანს, საპირისპიროს ვერაფრით დავუმტკიცებთ. მათ მეცნიერული ფაქტებიც კი ვერ უცვლის აზრს. რისი გაკეთება შეუძლია ხელისუფლებას ამის აღსაკვეთად?
სწორედ ამ კითხვის პასუხის ძიებაში მიაგნო სადამსჯელო ხერხს კუნძულ იავას ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინდონეზიაში. აღმოსავლეთ იავას პროვინციაში, გრესიკის ადმინისტრაციულ ერთეულში, 8 ადამიანს, რომელიც უარს ამბობდა პირბადის ტარებაზე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კორონავირუსით გარდაცვლილების საფლავები გაათხრევინა.
COVID-19-ის პანდემიის გამო, ის ადამიანები, ვინც პირბადეს არ ატარებს, ინდონეზიაში ჯარიმდებიან ან საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის შესრულება ევალებათ.
ზემოხსენებული სადამსჯელო მეთოდი ერთ-ერთი რაიონის მმართველს, სუიონოს, ეკუთვნის.
"ამ დროისათვის მხოლოდ სამ ადამიანს შეუძლია საფლავების გათხრა, ამიტომ, ვიფიქრე, პირბადის ტარების მოწინააღმდეგეებსაც მათთან ერთად ემუშავათ", — ამბობს სუიონო, — "ვიმედოვნებ, ამ გზით ძალადობასაც აღვკვეთთ".
რვა კანონდამრღვევს საფლავების გათხრა ორ ჯგუფად დაყოფილს დაევალა, თუმცა მათთვის სავალდებულო არ იყო დაკრძალვის სხვა მომსახურეობაში მონაწილეობის მიღება.
ხელისუფლების მოთხოვნები პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, უდროო ნამდვილად არაა. ინდონეზიაში კვლავ იმატებს კორონავირუსის შემთხვევები. მხოლოდ 14 სექტემბერს 3 141 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მთლიანობაში კი ქვეყანაში 221 523 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ამ გარემოებების გათვალისწინებით, დედაქალაქ ჯაკარტაში შეზღუდვები გამკაცრდა: შეიზღუდა სოციალური, ეკონომიკური, რელიგიური, კულტურული და აკადემიური საქმიანობა. ნებადართულია მხოლოდ 11 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სექტორის მუშაობა, მათ შორის კვების, სამშენებლო და საბანკო ინდუსტრიის. ამასთან, ამ ობიექტებზეც თანამშრომლების მხოლოდ ნახევარი მუშაობს მკაცრი პროტოკოლის დაცვით. ინდონეზიაში დახურული რჩება სკოლები, პარკები და სარეკრეაციო ადგილები. რაც შეეხება რესტორნებს და კაფეებს, მათ ნაწილობრივ შეუძლიათ საქმიანობის განხორციელება პროდუქტის ადგილზე მიწოდებით ან მომხმარებლისთვის თან გატანების სერვისით.
გართულებული ეპიდსიტუაციაა საქართველოშიც. ქვეყანაში დღეს ახალი რეკორდი დაფიქსირდა — დადასტურდა კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა. მთლიანობაში საქართველოში ამ დრომდე 2 562 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 1 381 გამოჯანმრთელებულია, კარანტინის რეჟიმში კი 6 633 ადამიანი იმყოფება. გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს დიდი ქალაქების სკოლებში სწავლა დღეს კვლავ დისტანციურად განახლდა. მიუხედავად ამისა, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის, თქმით, სრული კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება.
საიმედო შედეგს პროგნოზირებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანიც, რომელიც აცხადებს, რომ ექიმებმა კორონავირუსთან ბრძოლა ისწავლეს და "ამ ომს მთელი სამყარო წარმატებით დაასრულებს". ამირან გამყრელიძის თქმით, ვირუსთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტურ იარაღად კვლავ ფიზიკური დისტანცია, ხელების დაბანა და პირბადის ტარება რჩება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
კომენტარები