საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 2016 წლის პრიზი სამხრეთის კარიბჭის, ნეტგაზეთის, სტუდია მონიტორისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაპროდუქტები გახდნენ. სპეციალური პრიზის მფლობელი ქალთა უფლებების მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემის წარმოჩენისთვის ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მედიაპროდუტი გახდა. გამარჯვებულები დღეს, 24 დეკმებერს ქარტიის საერთო კრებაზე დაჯიდლოვდნენ.

ნომინაციაში საუკეთესო სტატია - გამარჯვებული სამხრეთის კარიბჭის ჟურნალისტი თამუნა უჩიძის მიერ მომზადებული მასალა სადავო სამკვიდრებელია. საუკეთესო მულტიმედია პროექტისთვის - უჩინარები ნეტგაზეთი დაჯილდოვდა. სტუდია მონიტორის ჟურნალისტების გიორგი მგელაძისა და ნინო რამიშვილის მომზადებული მასალა – აგენტი პროვოკატორი ხელსუფლების სამსახურში 2 -საუკეთესო ჟურნალისტურ მასალად დასახელდა. ბავშვთა საკითხების – სასკოლო განათლება - სიღრმისეულად გაშუქებისთვის პრიზი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა რეალური სივრცეს გადაეცა.

ქარტიისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სპეციალური პრიზი ქალთა უფლებების მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემის წარმოჩენაში გადაეცა აიდა მირმაკსუმოვას სტატიისთვის საქართველოში გოგონათა წინადაცვეთის ფაქტები გამოვლინდა (ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი).

ჟიურის გადაწყვეტილებით, წელს პრიზი არ გაიცა ნომინაციაში საუკეთესო ვიდეორეპორტაჟი.

კონკურსში წარდგენილი მასალები შემდეგი კრიტერიუმებით ფასდებოდა: თემის აქტუალობა/მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი; თხრობის სტილი და ტექნიკა/ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება; ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება; ინფორმაციის სიზუსტე; ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა; მხარეთა ბალანსი; სიძულვილის ენისა და შეუფერებელი ლექსიკის უარყოფა/ გამოუყენებლობა და სიუჟეტების და მულტიმედია პროექტის შემთხვევაში დრამატურგია, ამბის თხრობის ტექნიკა და ვიზუალური მხარე.

ქარტიის პრიზის მოსაპოვებლად კონკურსი 1 ნოემბერს გამოცხადდა. საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა ყველა მსურველს შეეძლო. ოთხ კატეგორიაში კონკურსი IREX-ის პროექტის მხარდაჭერით გამოცხადდა, ხოლო პრიზი ბავშვთა საკითხების სიღრმისეულად გაშუქებისთვის დაწესებულია საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის მიერ.