ლელოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგლა მიქაუტაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც გაეროს კვლევას გამოეხმაურა.

ფოტო: ლელო

"კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 8.2 % შიმშილობს და ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია უკანასკნელ წლებში. ამავე დროს, იგივე მაჩვენებელი სომხეთში 5-ჯერ შემცირდა და ამჟამად 2.6%-ს შეადგენს, აზერბაიჯანში კი 2.4%-მდე დავიდა. აღნიშნული კვლევა ადასტურებს, რომ დღევანდელი მთავრობის სოციალურმა პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა და დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ მათი მთავარი საზრუნავი ადამიანია. მთავრობას, რომელმაც სამჯერ გაზარდა სახელმწიფო ვალი 8 წლის განმავლობაში და ამავე დროს, გააორმაგა შიმშილის დონე ქვეყანაში, არანაირი მორალური უფლება აღარ აქვს, დარჩეს ხელისუფლებაში", — განაცხადა მიქაუტაძემ და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ისტორიაში ვალისა და შიმშილის მთავრობის სახელით შევა.