37 წელი ციხეში უდანაშაულოდ — ფლორიდელ კაცს მკვლელობისა და გაუპატიურების ბრალი მოუხსნეს
ორშაბათს, 14 სექტემბერს, ციხეში გატარებული 37 წლის შემდეგ ფლორიდელ კაცს 1983 წლის გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდება მოუხსნეს მას შემდეგ, რაც დნმ მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია.
რობერტ დუბუაზს სასამართლოში ბრალი ციხის არასანდო ინფორმატორის ჩვენებისა და ნაკბენის არასწორი ანალიზის შედეგად დაუმტკიცდა. ციხიდან ის წინა თვეში გაათავისუფლეს.
ორშაბათს სასამართლოს მოსმენას ჰილსბოროს ოლქის მოსამართლე კრისტოფერ ნეში უძღვებოდა. მოსმენის შედეგად დუბუაზს ბრალდებები და უვადო პატიმრობა მოეხსნა და ის სახელმწიფოს სექსუალური მოძალადეების სიიდან ამოშალეს.
"სასამართლომ შენ 37 წლით დაგაღალატა. დღეს ეს საბოლოოდ გამოსწორდა", — თქვა ნეშმა მოსმენის დროს.
55 წლის დუბუაზს ბრალი 1983 წელს წაუყენეს 19 წლის ბარბარა გრემსის მკვლელობისთვის, რომელიც სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას გააუპატიურეს და სცემეს. მას თავიდან სიკვდილით დასჯა მიესაჯა, თუმცა შემდეგ განაჩენი უვადო პატიმრობაზე შეიცვალა.
ორშაბათის მოსმენის დროს ექსპერტების ჩვენებებმა ცხადყო, რომ მსხვერპლის მარცხენა ლოყაზე არსებული ნაკბენი არასანდო მტკიცებულება იყო — პოლიციამ დუბუაზის კბილების ანაბეჭდის ასაღებად ფუტკრის ცვილი გამოიყენა — დნმ-მა კი საბოლოოდ აჩვენა, რომ დუბუაზი გრემსის მკვლელობაში ეჭვმიტანილი არ იყო.
ციხის ინფორმანტის ჩვენებაც არასანდოდ გამოცხადდა.
"37 წელი გავიდა და ამ შეცდომას, როგორც იქნა, დღეს ვასწორებთ", — თქვა ჰილსბოროს ოლქის სახელმწიფო ადვოკატმა ენდრიუ უორენმა.
ბრალდების მოხსნა პროკურატურისა და "უდანაშაულობის პროექტის" — რომელიც შეცდომით ბრალდადებული პატიმრების გათავისუფლებისთვის იბრძვის — თანამშრომლობის შედეგია. "უდანაშაულობის პროექტის" ადვოკატი სიუზან ფრიდმანმა, რომელიც დუბუაზის ინტერესებს იცავს, თქვა, რომ დუბუაზი საკუთარ უდანაშაულობას სიკვდილმისჯილთა საკანში ყოფნისა და ხშირად სამარტოო ტუსაღობის დროსაც ამტკიცებდა ფლორიდის ექვს ციხეში.
"სახელმწიფომ რობერტს 37 წელი წაართვა", — თქვა ფრიდმანმა.
მოსმენისას დუბუაზმა, რომელიც დანაშაულის დროს 18 წლის იყო, თქვა, რომ მას "გზად ბევრი წინაღობა შეხვდა".
"ახლა ამ ოფისებში ნამდვილად კეთილი გულის მქონე ხალხი მუშაობს. ეს წარმოუდგენელია და ყველას უდიდეს მადლობას გიხდით", — თქვა მან.
დუბუაზი ცენტრალური ფლორიდის ჰარდის გამოსასწორებელი ინსტიტუციიდან 27 აგვისტოს გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის დედამისსა და თავის დასთან დაბრუნდა. მან განაცხადა, რომ თანამედროვე ცხოვრებისთვის ფეხის აწყობა მოუწევს, დაწყებული ვოლმარტში შოპინგით და დამთავრებული iPhone-ის გამოყენებით.
მთავარმა პროკურორმა უორენმა თქვა, რომ მისი ოფისი "უდანაშაულობის პროექტთან" ერთად იმ საქმეებს განიხილავს, რომლებშიც ბრალდებები დიდწილად ამჟამად დისკრედიტირებულ ნაკბენის კვალს ემყარება.
"ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ამად ღირს. ცრუ მსჯავრდებები მსხვერპლსა და მის ოჯახს სამართლიანობას აცლის ხელიდან. ისინი სიმართლეს იმსახურებენ და არა მცდარ განაჩენს, რომელიც ცრუ ისტორიას ეფუძნება. გარდა ამისა, ცრუ მსჯავრდებები საზოგადოებრივ უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს, რადგან მათ შედეგად გისოსებს მიღმა უდანაშაულო ადამიანი ხვდება, როცა ნამდვილი დამნაშავე თავისუფალია", — განაცხადა მან.
სასამართლოს დნმ-ანალიტიკოსმა ნენსი უილსონმა თქვა, რომ გრემსზე თავდასხმაში ორი ადამიანი მონაწილეობდა, დუბუაზი კი არცერთი მათგანი არაა. ამ მკვლელობას გაუხსნელი საქმის სტატუსი დაუბრუნდა.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
კომენტარები