ნიდერლანდების სამეფო კარეტა რასისტული ნახატის გამო შეიძლება მუზეუმში გადაიტანონ
დახვეწილი მოოქრული კარეტა, რომელსაც ნიდერლანდური სამეფო ოჯახი იყენებს, შეიძლება "პენსიაზე გაუშვან" მას შემდეგ, რაც უკვე წლებია, მის გვერდითა პანელებზე არსებული რასისტული, კოლონიალური ნახატების გამო დავა მიმდინარეობს.
დავის მთავარი საგანია ნიკოლას ვან დერ ვაის 1898 წლის ტრიპტიქი კოლონიათა თაყვანისცემა (Homage of the Colonies). ტრიპრიქზე გამოსახულია ნახევრადშიშველი შავკანიანი და სამხრეთაზიელი ადამიანები, რომლებიც "ტახტზე დაბრძანებული თეთრკანიანი ქალის წინაშე ქედს იხრიან, ძირს განერთხმებიან და მას ძღვენს სთავაზობენ". კრიტიკების თქმით, ეს ფიგურები — სავარაუდოდ, დამონებული ხალხი — სამეფო ავტორიტეტისადმი მორჩილებად არიან წარმოდგენილნი.
სამეფო კარეტა, რომელსაც "ოქროს ეტლს" ეძახიან და რომელიც 2015 წლიდან რესტავრირდებოდა, მომავალი წლის ივნისში ამსტერდამის მუზეუმში უნდა გამოიფინოს. ნიდერლანდური მედიის ცნობით, მეფე ვილემ-ალექსანდერი ნოემბერში გამოფენის დასრულების შემდეგ კარეტის ბედს საბოლოოდ გადაწყვეტს.
ეტლის პოტენციური "პენსიაზე გაშვების" ამბავი ე.წ. ბიუჯეტის დღის წინ გავრცელდა — ყოველწლიური ღონისძიების, რომელიც სექტემბრის მესამე სამშაბათს ტარდება და ნიდერლანდების საპარლამენტო წლის დასაწყისს აღნიშნავს. ჩვეულებრივ, "ოქროს ეტლი" ამ დღესასწაულზე საკვანძო როლს ასრულებს და ნიდერლანდების მონარქს ჰააგის რაინდების დარბაზში მიუძღვება, სადაც ის შემდეგ ოფიციალური სიტყვით გამოდის (სანამ "ოქროს ეტლი" რესტავრირდებოდა, მისი ადგილი სხვა სამეფო კარეტამ, ე.წ. "მინის ეტლმა", დაიკავა). მაგრამ ამ წლის ბიუჯეტის დღე, იგივე Prinsjesdag, ჩუმად ჩაივლის: COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ნიდერლანდების მთავრობამ გააუქმა კარეტის პროცესია და აკრძალა მაყურებელთა დასწრება.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რასიზმისა და სისტემური უსამართლობის საწინააღმდეგო პროტესტები კონტროვერსიული მონუმენტებისა და არტეფაქტების მოშორებას ან რეკონტექსტუალიზაციას ითხოვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ონლაინ პეტიციას, რომელიც "ოქროს ეტლის" მუზეუმში გადატანას ითხოვს, უკვე თითქმის 8000 ხელმოწერა აქვს.
კარეტისადმი კრიტიკა 2015 წლის პროტესტების სერიის დროს დაიწყო, თუმცა ტრიპტიქის მიმართ დაწყებული საჯარო დავა ჯერ კიდევ 2011 წლიდან არსებობს, როდესაც სურინამში დაბადებულმა ბერილ ბიკმანმა და რამდენიმე სხვა ნიდერლანდელმა პოლიტიკოსმა ოპ-ედში განაცხადა, რომ ტრიპტიქი ეტლს უნდა მოაშორონ და მუზეუმში გადაიტანონ.
კარეტა ამსტერდამის ხალხმა დედოფალ ვილჰელმინას მისი კორონაციის პატივსაცემად 1898 წელს აჩუქა. ეტლი ადგილობრივმა ხელოსნებმა — "მდიდართა და ღარიბთა" შემოწირულობების დაფინანსებით — შექმნეს ტექის ხისგან და ის ოქროთი მოავარაყეს.
ივნისში პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ აღიარა, რომ კარეტა "ემოციებს აღძრავს", მაგრამ აღნიშნა, რომ "ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია". სამეფო ოჯახმა მანამდე განაცხადა, რომ თვითონ ტრიპტიქს კარეტას არ მოაშორებენ.
ივლისში პრესღონისძიების დროს მეფემ რეპორტიორებს უთხრა, რომ ის Black Lives Matter-ის პროტესტებით გამოწვეულ "დისკუსიას თვალს ადევნებდა".
"მანამ, სანამ ნიდერლანდებში პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაცია არსებობს, ჩვენ ამას უნდა ვებრძოლოთ, როგორც საზოგადოებამ", — თქვა მან.
ნიდერლანდების მთავრობის ეს განცხადება იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ქვეყანაში მისი კოლონიალური ისტორიის გააზრება მიმდინარეობს. ლეიდენის უნივერსიტეტის აფრიკის კვლევების ცენტრის მიხედვით, ნიდერლანდელმა ოფიციალურმა პირებმა მე-17 და მე-19 საუკუნეებს შორის შუალედში 600 000 აფრიკელი დაიმონეს და გაყიდეს. ნიდერლანდურმა რესპუბლიკამ თავისი ძლიერება დიდწილად სწორედ კოლონიური ექსპლუატაციისა და მონებით ვაჭრობის დამსახურებით მოიპოვა.
წინა წლის შემოდგომაზე ამსტერდამის მუზეუმმა განაცხადა, რომ ის მე-17 საუკუნის "ნიდერლანდების ოქროს ხანად" შერაცხვას შეწყვეტდა. ამ ცვლილების ასასახად კულტურულმა ინსტიტუციამ განსაზღვრული ზომები მიიღო, მათ შორის "ოქროს ხანის ნიდერლანდელების" გამოფენას სახელი შეუცვალა და "მე-17 საუკუნის ჯგუფური პორტრეტები" უწოდა.
"დასავლურ ოქროს ხანას დასავლურ ისტორიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ის მჭიდროდ ებმის ეროვნულ სიამაყეს, მაგრამ ამ ტერმინთან ისეთი პოზიტიური ასოციაციები, როგორებიცაა კეთილდღეობა, მშვიდობა, სიმდიდრე და უმანკოება, ამ პერიოდის ისტორიულ რეალობას სრულად არ ასახავს. ეს ტერმინი უგულებელყოფს მე-17 საუკუნის ბევრ უარყოფით მხარეს, როგორებიცაა სიღარიბე, ომი, დაძალებით მუშაობა და ადამიანთა ტრეფიკინგი", — განაცხადა მე-17 საუკუნის კურატორმა ტომ ვან დერ მოლენმა.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები