მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ფაქტების გადამოწმების პორტალი მითების დეტექტორი აცხადებენ ქვიზების კონკურსს 2020 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის გამოსავლენად. თუ ყალბი ამბები, პროპაგანდისტულ ნარატივები და ფოტო-ვიდეომანიპულაციები ვერ გაბრკოლებს რომ ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში სწორი კურსი აირჩიო, ეს კონკურსი შენთვისაა.

როგორ შეგიძლია გახდე 2020 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა?

ფოტო: Crestresearch

თუ გინდა, რომ გაღიარონ 2020 წლის ყველაზე მედიაწიგნიერ ახალაგაზრდად და ხარ 17-დან 28 წლამდე:

  • 20 სექტემბრამდე დარეგისტრირდი ქვიზების კონკურსზე შემდეგ ბმულზე;
  • 25 სექტემბერს 12 საათზე მონაწილეობა მიიღე ქვიზების კონკურსში, რომელიც დისტანციურად, ონლაინ გაიმართება;
  • უპასუხე შეკითხვებს და დაელოდე შედეგების გამოცხადებას;
  • კონკურსი საუკეთესო შედეგის მქონე 2 გამარჯვებულს გამოავლენს;
  • 2020 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა ახალგაზრდა ანაზღაურებად, ერთთვიან სტაჟირებას მითების დეტექტორის რედაქციაში გაივლის, მე-2 გამარჯვებული კი On.ge-ს რედაქციაში.

2020 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის დასახელება და გამარჯვებულთა დაჯილდოვება სპეციალურ საზეიმო ცერემონიალზე მოხდება.

კონკურსი საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით იმართება. კონკურსის საინფორმაციო მხარდაჭერია — On.ge.