NGO-ები შრომის ინსპექციის კანონპროექტის განხილვის განახლებასა და დამტკიცებას ითხოვენ
ღირსეული შრომის პლატფორმაში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფაკავშირები საქართველოს პარლამენტს შრომის ინსპექციის რეფორმის დაუყოვნებლივ განხილვისა და ქვეყანაში ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნისკენ მოუწოდებენ. ისინი შრომის ინსპექციის რეფორმის გაჭიანურებაზე საუბრობენ, რომელსაც დასაქმებულები, პროფესიული კავშირები და უფლებადამცველი ორგანიზაციები წლებია ითხოვენ.
"შრომის ინსპექციის რეფორმის მიღება გაურკვეველი მიზეზით არის შეჩერებული. გვინდა, აღვნიშნოთ, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით შრომის ინსპექციის მანდატი არსებითად ძლიერდება, რაც მშრომელთა უფლებებისა და უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობას გააუმჯობესებს. დღესდღეობით, შრომის ინსპექციის შეზღუდული მანდატი ვერ ახდენს სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევების პრევენციასა და შრომითი უფლებების ჯეროვან დაცვას. გარდა ამისა, ინსპექციის შეკვეცილი უფლებამოსილება წინააღმდეგობაშია საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან", — აცხადებენ ორგანიზაციები.
სამოქალაქო სექტორში აღნიშნავენ, რომ მოქმედ პარლამენტს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე პლენარული სხდომა აქვს დარჩენილი, ხოლო არჩევნებამდე საკანონმდებლო ცვლილებათა მიუღებლობა რეფორმის ფაქტობრივ ჩავარდნას ნიშნავს. NGO-ების შეფასებით, რეფორმის ჩავარდნა დასაქმებულებს უფლების დაცვის სათანადო მექანიზმების გარეშე დატოვებს დასაქმებულებს. ამასთანავე, საქართველოს საგარეო და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედებს.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:
- ღირსეული შრომის პლატფორმა;
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- სოლიდარობის ქსელი;
- საქართველოს სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
- საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირი;
- ღია საზოგადოების ფონდი.
საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის გაზაფხულზე წარდგენილ შრომის ინსპექციის რეფორმას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. საკანონმდებლო ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა არსებითად მოიწონა, თუმცა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვა, ჯერჯერობით, არ მომხდარა.
ცვლილებით, შრომის ინსპექციას საშუალება მიეცემა, მონიტორინგი გაწიოს და რეაგირება ჰქონდეს შრომის უფლებების დარღვევაზე. შესაბამისად, გადაცდომებზე შეამოწმოს კერძო კომპანიები. საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებით გათვალისწინებულია სანქციების დაწესებაც. პროექტი პირველი მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტზე უკვე განიხილეს, თუმცა კენჭისყრა მომდევნო სხდომისთვის გადაიდო.
შრომის კოდექსი 2013 წელს შეიცვალა. 2015 წელს დაარსდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. მათი ახალი მანდატი შრომის უსაფრთხოების საკითხებით შემოიფარგლებოდა და სამუშაო ადგილზე ინსპექტირებისთვის მას დამსაქმებლის წინასწარ თანხმობა სჭირდებოდა. შესაბამისად, რეკომენდაციებს სავალდებულო ძალა არ ჰქონდა. 2019 წლის თებერვალში მიღებულმა ცვლილებებმა, შრომის ინსპექციის უფლებამოსილება უსაფრთხოების ნაწილში გააფართოვა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები