ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით 2020 წლის 10 ოქტომბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 22 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

ფოტო: LEAF

განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://leafonlinefair.com/

გამოფენის ერთერთი მონაწილე მიდელსექსის უნივერსიტეტის დუბაის კამპუსია. მიდელსექსის უნივერსიტეტი სათავეს მე-19 საუკუნის დიდ ბრიტანეთში იღებს. ასე რომ, ის საკმაოდ ძველი და დიდი ისტორიის მქონე უნივერსიტეტია. 2005 წელს მათ დუბაიში გახსნეს პირველი წარმომადგენლობა ბრიტანეთის გარეთ.

თუ არ ჩავთვლით საბაზისო პროგრამას, უნივერსიტეტი შედგება 7 სკოლისგან. ესენია: ბიზნესის სკოლა, ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა, ჯანმრთელობისა და განათლების სკოლა, იურიდიული სკოლა, მედიისა და კომუნიკაციების სკოლა და MBA სამაგისტრო ბიზნეს სკოლა. როგორც ხედავთ, საკმაოდ მრავალფეროვანია ის პროფესიული მიმართულებები, რომელსაც მიდელსექსის სტუდენტი შეიძლება დაეუფლოს.

უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს. მიდელსექსში ისწავლება 31 სხვადასხვა საბაკალავრო და 39 სამაგისტრო სპეციალიზაცია.

ახალ სტუდენტებს უნივერსიტეტი სთავაზობს თანადაფინანსების სხვადასხვა ფორმას გრანტებითა და სტიპენდიებით. სტუდენს შეუძლია მხოლოდ 1 საგრანტო პრორგამაზე გააკეთოს განაცხადი და მიღებული დაფინანსება გადანაწილდება სწავლის პერიოდზე. მაგალითად ბაკალავრიატის შემთხვევაში მიღებული გრანტი განაწილდება 3 წელზე. სწორედ ეს არის საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ მიდელსექსის უნივერსიტეტის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 10 ოქტომბერს, 12 საათიდან 18 საათამდე. შემოგვიერთდით: https://leafonlinefair.com/