დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

აჭარაში საკლასო ოთახებში სწავლა პირველ ოქტომბერს დაიწყება. მანამდე მოსწავლეებს ონლაინგაკვეთილები ჩაუტარდებათ. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

აქამდე გადაწყვეტილი იყო, რომ პირველ ოქტომბრამდე ონლაინსწავლება საქართველოს დიდ ქალაქებსა და მხოლოდ რამდენიმე სოფელში იქნებოდა.

როგორც რიჟვაძემ თქვა, მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში კორონავირუსის 109 შემთხვევა გამოვლინდა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

"ჩვენ დაგვიფიქსირდა კოვიდინფიცირება მაღალმთიანი აჭარის რესურსცენტრში, შესაბამისად საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმების, მსგავსად სამი მუნიციპალიტეტისა, როგორიცაა ხელვაჩაური, ბათუმი, ქობულეთი, სწავლა გადაიდება მაღალმთიან აჭარაშიც. დისტანციური სწავლა დაიწყება ხვალიდან", — განაცხადა რიჟვაძემ.

14 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 2 392 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან უკვე 1 369 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა. ამ ეტაპისთვის კარანტინშია 5 882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 390.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: