დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კარანტინის ვადის შემცირებასთან დაკავშირებული რეგულაცია ხვალიდან, 15 სექტემბრიდან შედის ძალაში. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ ბრიფინგზე ისაუბრა.

7 სექტემბერს, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საკარანტინო ვადების შემცირება 8 დღემდე იგეგმებოდა.

"15 სექტემბრიდან კარანტის ვადის შემცირებასთან დაკავშირებული რეგულაცია შედის ძალაში და კიდევ ერთხელ, უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს, როცა შემოგვაქვს ესა თუ ის შეზღუდვა, ამას ვახორციელებთ წერტილოვნად, შეზღუდვების დაწესების ლოგიკა დღეს არის განსხვავებული. ვაწესებთ შეზღუდვას იქ, სადაც ვირუსის გავრცელება ხდება მეტად", — აცხადებს მეზვრიშვილი.

დღეს, 14 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი დადასტურებული შემთხვევები ასე გადანაწილდა:

  • აჭარა (ბათუმი) — 109;
  • იმერეთი (ქუთაისი) — 4;
  • სამეგრელო ზემო სვანეთში (ზუგდიდი) — 9;
  • თბილისი — 17;
  • ქვემოქართლი (გარდაბანი) — 9;
  • შიდაქართლი (გორი) — 6;
  • კახეთი (გურჯაანი) — 6;
  • გურია (ოზურგეთი) — 4;
  • მხეთა-მთიანეთი (მცხეთა) —1.

"აუცილებელია საზოგადოება დაემორჩილოს იმ რეგულაციებს, რაც არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი შედეგი დადგება სულ და კიდევ უფრო ცუდათ წაადგება საზოგადოებას" — განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

14 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 2 392 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან უკვე 1 369 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ამ ეტაპისთვის კარანტინშია 5 882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 390.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: