პარტია სამართლიანობისთვის ლიდერმა, ეკა ბესელიამ საარჩევნო სიის ათეული წარადგინა, რომელშიც ყოველი მესამე ქალია. პოლიტიკური მოძრაობა პრიორიტეტად მართლმსაჯულებას, განათლებასა და ეკონომიკას ასახელებს.

სიის პირველი ნომერი თავად ბესელიაა. პარტია სამართლიანობისთვის საარჩევნო სია ასე გამოიყურება:

  1. იასე ზეუტაშვილი — ეკონომისტი და იურისტი;
  2. ჯავარა უგრეხელიძე — მედიცინის დოქტორი;
  3. ზაზა წერეთელი — მედიცინის დოქტორი;
  4. თემურ რობაქიძე — იურისტი და ეკონომისტი;
  5. დოდო შონავა — პოლიტიკური ჟურნალისტი;
  6. სემა ჯუღელი — ექიმი და მწერალი;
  7. სოსო დარსაველიძე — ექიმი;
  8. ინგა მახარაძე — ჟურნალისტი;
  9. ნუგზარ ლომიშვილი — იურისტი (გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი);
  10. კახა ცეცხლაძე — ბიზნესმენი (ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი).

ეკა ბესელიას თქმით, პარტიის მხრიდან არჩევანი გაკეთდა ადამიანებზე, რომლებსაც პოლიტიკაში გამოცდილება არ აქვთ, მაგრამ თავიანთ სფეროში არიან პროფესიონალები. მისი თქმით, ასეთი ადამიანები სჭირდება პოლიტიკას.

ასევე, ეკა ბესელიამ დაასახელა მაჟორიტარობის სამი კანდიდატი: მირიან პაპუნიძე ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, ნუგზარ ლოლიშვილი გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხოლო კახა ცეცხლაძე ქობულეთის მაჟორიტარად იყრის კენჭს.

რამდენიმე თვის წინ, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხილვის პროცესში, ეკა ბესელიამ პარლამენტს გენდერული კვოტების ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, ყოველი მესამე უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. ამ ინიციატივას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.