ოლივია უაილდის ფილმში შაია ლაბაფს ჰარი სტაილსი ჩაანაცვლებს
კრისტოფერ ნოლანის ბლოკბასტერის შემდეგ ახალგაზრდა ბრიტანელ მომღერალ ჰარი სტაილს მალე ახალ დამაინტრიგებელ როლში ვიხილავთ.
ამ წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი ოლივია უაილდი ახალ საინტერესო პროექტზე იწყებდა მუშაობას, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს შაია ლაბაფი შეასრულებდა. თუმცა ამ ცნობილი მსახიობის განრიგი ფილმის გადაღებებს ვერ დაემთხვა, რის გამოც, მან ფილმში მონაწილეობაზე უარი თქვა.
სწორედ მის როლზე დაამტკიცეს სულ ცოტა ხნის წინ 26 წლის ჰარი სტაილსი, რომელსაც ერთგული მსმენელები პოპჯგუფით One Direction იცნობენ, კინომოყვარულები კი კრისტოფერ ნოლანის 2017 წლის ფილმით Dunkirk.
ოლივია უაილდის ახალი ფილმის სახელწოდება Don’t Worry Darling იქნება და თრილერის ჟანრით 1950-იან წლებში კალიფორნიის უდაბნოში შექმნილ უტოპიურ საზოგადოებაზე მოგვითხრობს.
უაილდის მაყურებლები არაერთი კინოროლით იცნობენ, მათ შორის ქართულ პუბლიკაში განსაკუთრებით პოპულარული სამედიცინო სერიალით House. აღსანიშნავია, რომ მომავალი ფილმი მისი პირველი სარეჟისორო ნამუშევარი არ იქნება: 2019 წელს კეიტლინ დევერისა და ბინი ფელდშტენის მონაწილეობით Booksmart გამოვიდა, რომელმაც სადებიუტო ნამუშევრის კვალობაზე კრიტიკოსების საკმაოდ დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
Don’t Worry Darling-ში ჰარი სტაილსთან ერთად Midsommar-ისა და Little Women-ის ვარსკვლავ ფლორენს პიუსა და Wonder Woman-ის მსახიობ კრის პაინს ვიხილავთ.
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
კომენტარები