დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

კორონავირუსით მძიმე პაციენტების სია 30-მდე გაიზარდა, ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"ინფიცირებულებიდან კრიტიკულად მძიმე 5 პაციენტია, მძიმე პაციენტების სია კი 30-მდე გაიზარდა. ყველა მათგანის კონტროლი მაქსიმალურად მიმდინარეობს, 24 საათის განმავლობაში, პროგრესირება არ შეინიშნება. იმედია, სიტუაცია სტაბილური იქნება", — განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 156 დადასტურებული შემთხვევიდან 108 აჭარიდანაა, როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, ამ დროისთვის აღებულია 2530 PCR ტესტი, სტაციონარში მკურნალობს 238 პაციენტი,
კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 97 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov-ის ვებგვერდზე გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ჯერ განახლებული არაა.

14 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 2 392 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან უკვე 1 369 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ამ ეტაპისთვის კარანტინშია 5 882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 390.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: