NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 57 პროცენტი აცხადებს, რომ მას ან მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში მთავრობისგან ფინანსური დახმარება არ მიუღიათ. იმ 43 პროცენტიდან, რომელიც აცხადებს, რომ დახმარება მიიღო, 48 პროცენტისთვის დახმარება არასაკმარისი იყო, 52-სთვის კი საკმარისი.

ფოტო: NDI

გამოკითხულთა 29% ფიქრობს, რომ ეკონომიკური ზიანის ფონზე მთავრობის მხრიდან გაცემული დახმარებებიდან ყველაზე მეტად მათ უმუშევრობის კომპენსაცია დაეხმარებოდათ. 26%-ის აზრით, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, 24%-ის აზრით კი დასაქმების პროგრამა.

ფოტო: NDI

NDI-ის კვლევა 6-11 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით 2 045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტია.

ორგანიზაციის განცხადებით, რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის ინფორმაციით, ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. მათივე თქმით, კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).