NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 56 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. აღნიშნულს არ ეთანხმება გამოკითხულთა 28 პროცენტი, ხოლო 16 პროცენტმა არ იცის.

ფოტო: NDI

ამასთან, კითხვაზე რა არის სამი უმთავრესი დაბრკოლება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის, კვლევის მონაწილეებს მაქსიმუმ სამი პასუხის არჩევა შეეძლოთ. მათგან, 30 პროცენტი ფიქრობს, რომ ეს არის ამომრჩეველთა მოსყიდვა. 15 პროცენტის აზრით, ესაა დარღვევები ხმის მიცემის პროცესში, ხოლო 14 პროცენტისთვის დაბრკოლებები არ არსებობს.

ფოტო: NDI

NDI-ის კვლევა 6-11 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით 2 045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტია.

ორგანიზაციის განცხადებით, რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ს ინფორმაციით, ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. მათივე თქმით, კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).