დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ორ მასწავლებელს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც გურიის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ On.ge-ს განუცხადა, აღნიშნული ინფიცირების შემთხვევები ბათუმში გამართულ რიტუალურ ღონისძიებას უკავშირდება.

13 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 6-ით გაიზარდა.

ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 2 227დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა — 1 369, გარდაიცვალა — 19. კარანტინის რეჟიმში — 5 882პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 390.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: