2016 წელი დასასრულს უახლოვდება და გასულ 12 თვეს ინტერნეტის ყველა გიგანტი აჯამებს. YouTube-მა 2016 წლის ყველაზე პოპულარული ვიდეოები შემოგვთავაზა და სპეციალური კლიპიც მოგვიმზადა, ინსტაგრამმა იმ ადგილების სია გაგვიზიარა, საიდანაც ყველაზე ხშირად ჩექინდებოდნენ, Google-მა კი თვალი გადაავლო, რას ეძებდა მსოფლიო 2016 წელს ყველაზე ხშირად.

სულ ცოტა ხნის წინ გუგლმა ვიდეორგოლიც გაავრცელა, რომელიც 2016 წლის ემოციურ მომენტებისგან შედგება.

კლიპმა 2016 წლის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა გააერთიანა, მათ შორის: ტერაქტები, ლგბტ უფლებების დასაცავად გამართული აქციები, აშშ-ის არჩევნები, ბრექსიტი, სირიის ომი, რიოს ოლიმპიადა და სხვა. რგოლში ასევე იხილავთ კადრებს სერიალიდან სამეფო კარის თამაშები და ვარსკვლავებს, რომლებმაც 2016 წელს დაგვტოვეს.