Scream-ის მეხუთე ნაწილი ცნობილი სახეები გარეშე არ ბრუნდება — რეპორტიორი გეილ უეზერსის (კორტნი კოქსის) და პოლიციელი დიუი რაილის (დეივს არკეტი) გარდა, საკულტო ფრენჩაიზის ახალ ნაწილში სიდნი პრესკოტის როლის შემსრულებელ, ნივ კემპბელსაც ვიხილავთ. ინფორმაცია Deadline-მა გაავრცელა.

გადაღებები ჩრდილოეთ კაროლინაში, ნილმინგტონში დაიწყება. ფილმის პრემიერის თარიღად 2020 წლის 14 იანვარია ჩანიშნული.

"კიდევ ერთხელ გამარჯობა, სიდნი", — ასე დააანონსა თავისი დაბრუნება კემპბელმა ინსტაგრამზე.

"Radio Silence-თან გატარებული დროის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ისინი შეყვარებული არიან ვეს კრავენის (ფრენჩაიზის პირველი 4 ნაწილის რეჟისორი, რომელიც 2015 წელს გარდაიცვალა) შემოქმედებაზე და პატივს სცემენ მას და იმ ყველაფერს, რაც კივილის ფილმებში გააკეთა. ერთი სული მაქვს, სიდნი პრესკოტის როლზე და ვუდსბოროში დავბრუნდე", — დასძინა მსახიობმა.

ფილმს გასულ წელს გამოსული ასევე საშინელებათა ჟანრის ფილმის Ready or Not-ის რეჟისორები, მეთ ბეტინელი და ტაილერ ჯილეტი გადაიღებენ. რეჟისორების გადამღები ჯგუფი ასევე ცნობილია სახელით Radio Silence. სცენარზე Zodiac-ის სცენარისტი, ჯეიმს ვანდერბილტი იმუშავებს.

კივილის პირველი ნაწილი 1996 წელს გამოვიდა და ის ნიღბიანი მკვლელის საზარელი დანაშაულების შესახებ მოგვითხრობს, რომლის მთავარი ატრიბუტიც — ნიღაბი ედვარდ მუნკის ცნობილი ნახატის კივილის შთაგონებითაა შექმნილი. ფილმმა მაშინვე მოიპოვა პოპულარობა და 1997, 2000 და 2011 წლებში კიდევ სამი ნაწილი გამოვიდა, რითიც საბოლოოდ ფრენჩაიზის შემოსავლებმა $608 მილიონს მიაღწია.

ფოტო: Miramax