მალტის პრემიერმინისტრის თქმით, სავარაუდოდ გატაცებულია ლიბიის ავიახაზების თვითმფრინავი. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

თვითმფრინავი უკვე დაეშვა მალტას საერთაშორისო აეროპორტში, სადაც უსაფრთხოებისა და სასწრაფო სამსახურის თანამშრომლები მობილიზებულნი არიან.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავში 118 ადამიანია.

გვადევნეთ თვალი On.ge-ს ფეისბუკ გვერდზე. დამატებით ინფორმაციას გავრცელებისთანავე შეგატყობინებთ.