ბატონო გახარია, გიწვევთ დებატებში საქართველოს მომავალზე სამსჯელოდ — გიორგი ვაშაძე
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით სასაუბროდ დებატებში იწვევს.
ვაშაძე მიმართავს მოქმედ პრემიერმინისტრს და ქვეყანაში არსებულ მწვავე ეკონომიკურ და სოციალურ პრობელემებზე მიუთითებს. მისი თქმით, გახარიას მმართველობის დროს საგრძნობლად შემცირდა უცხოური ინვესტიციები და 200 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა.
"ბატონო გახარია, თქვენ და თქვენმა გუნდმა 8 წლის განმავლობაში არც ერთი დაპირება, ხაზს ვუსვამ, არც ერთი დაპირება, რომელიც მიეცით საქართველოს მოქალაქეებს, არ შეასრულეთ. ტყუილია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ზრუნავთ ხალხზე. გაეროს ბავშთა ფონდის, UNICEF-ის მონაცემებით, საქართველოში მშიერი ადამიანების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია და 8,2%-ს აღწევს, მთელ კავკასიის რეგიონში ყველაზე მაღალია ეს მაჩვენებელი და მათ შორის, 3-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე სომხეთში. ტყუილია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ თქვენს პერიოდში ეკონომიკა წინ წავიდა და ზრუნავთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. თქვენი მმართველობის დროს, რეკორდულად შემცირდა უცხოური ინვესტიციები. 40 000 სამუშაო ადგილი კერძო სექტორში კორონავირუსამდე, ხოლოდ 200 000 სამუშაო ადგილი ახლა დაიკარგა", — ამბობს ვაშაძე.
ის ასევე აცხადებს, რომ წინა წელთან შედარებით, კრიმინალის დონე 2-ჯერ გაიზარდა, ამასთანავე, რამდენჯერმე გაიზარდა გამოუძიებელი დანაშაულების რიცხვიც.
"არაფერს არ აკეთებთ მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად, სამაგიეროდ 45 მლნ ბიუჯეტში მოძებნეთ თქვენი ახლობლების კომპანიებისთვის გადასარიცხად, რასაც IDF-ის, Bellingcat-ის და საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევებიც ადასტურებს. ტყუილია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ზრუნავთ ხალხის უსაფრთხოებაზე. 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, 2-ჯერ გაიზარდა კრიმინალის მაჩვენებელი ქვეყანაში. გამოუძიებელი საქმეებისა და გაუხსნელი დანაშაულებების გამო, 40 000 დამნაშავე დღესაც თავისუფლად დადის ქალაქის ქუჩებში. ტყუილია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ეფექტურად მართავთ კორონავირუსისგან გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციებს. ყოველდღიურად, სამწუხაროდ, დრამატულად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. დღემდე პრობლემად რჩება მასობრივი ტესტირება, რომელზეც თვეების წინ გესაუბრებოდით. არაფერს აკეთებთ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად, რომელსაც ბანკები ართმევენ ქონებას.
ბატონო გახარია, სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ, ფაქტებით სამსჯელოდ გიწვევთ დებატებში, ისევე, როგორც ეს მიღებულია თანამედროვე, დასავლურ ცივილიზებულ ქვეყნებში. დებატებში ყველა ტელევიზიების თანდასწრებით, საჯაროდ, ნებისმიერ ადგილას, სადაც თქვენ გსურთ. მე ჩემი გეგმა სიღარიბის დაძლევის, კრიმინალის დამარცხებისა და ქვეყნის აღმშენებლობის უკვე წარვადგინე, სად არის თქვენი გეგმა?", — მიმართავს ვაშაძე მოქმედ პრემიერმინისტრს.
მისივე თქმით, 2020 წლის არჩევნები იქნება არჩევანი სწორედ საქმესა და ტყუილებს შორის, აღმშენებლობასა და დამსხვრეულ ოცნებებს შორის, ძლიერ საქართველოსა და მუდმივად გაჭირვებასა და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ საქართველოს შორის.
გიორგი ვაშაძე "საქართველოს მომავალზე სამსჯელოდ" იწვევს გიორგი გახარიას და მისგან პასუხს ელოდება.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები