ვენეციის კინოფესტივალის 2020 წლის გამარჯვებულები დასახელდნენ
რამდენიმე წუთის წინ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინომოვლენა — ვენეციის საერთაშორისო ფესტივალი დაიხურა. წლევანდელი ფესტივალის ათდღიანი მარათონი დასრულდა და მთავარი პრიზი, ოქროს ლომი ჩინელი რეჟისორის ქლოი ჩჟაოს ფილმს Nomadland გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს იმავე პრიზით ტოდ ფილიპსის გახმაურებული კინოსურათი Joker დაჯილდოვდა.
ვენეციის კინოფესტივალის წლევანდელ ჟიურის ქეით ბლანშეტი ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად გამარჯვებულების გამოვლენაში მონაწილეობა მიიღეს ჟიურის წევრებმა ვერონიკა ფრანცმა (ავსტრიელი რეჟისორი ფილმისა Goodnight Mommy), იოანა ჰოგმა (ბრიტანელი რეჟისორი ფილმისა The Souvenir), ნიკოლა ლაგოიამ (იტალიელი სცენარისტი), კრისტიან პეცოლდმა (გერმანელი რეჟისორი ფილმისა Phoenix) და მეთ დილონმა (ფილმ Crash-ის მსახიობი).
მთავარ ნომინაციებში გამარჯვებულების სია ასე გამოიყურება:
ოქროს ლომი საუკეთესო ფილმისთვის — ქლოი ჩჟაოს Nomadland;
ვერცხლის ლომი საუკეთესო რეჟისურისთვის — კიოში კუროსავას Wife of a Spy;
საუკეთესო სცენარი — ჩაიტანია ტამანეს The Disciple;
საუკეთესო მსახიობი ქალი — ვანესა კირბი ფილმით Pieces of a Woman;
საუკეთესო მსახიობი კაცი — პიერფრანჩესკო ფავინო ფილმით Padrenostro;
ჟიურის გრანპრი — მიშელ ფრანკოს New Order.
ვენეციის 2020 წლის კინოფესტივალი გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით, ნაკლები ხალხმრავლობით და ფიზიკური დისტანცირებით გაიმართა, თუმცა მისმა ორგანიზატორებმა მაინც შეძლეს, რომ მძიმე კარანტინის შემდეგ კინომოყვარულები გაეხარებინათ, გეგმები ბოლომდე არ ჩაეშალათ და იტალიის ისტორიულ ქალაქში კიდევ ერთხელ ტრადიციულად ეზეიმათ კინოს დიდებულება.
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
კომენტარები