საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, რვა წლის შემდეგ ბოდიშს იხდის იმიტომ, რომ ახლა არის საქართველოში დრო, როდესაც "ყველა კარტი უნდა გაიხსნას".

"ახლა დგება მომენტი, როდესაც საქართველო გადასარჩენია, ყველაფერზე ღიად ვისაუბროთ. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც გადამწყვეტი იქნება საქართველოს, როგორც ქვეყნის არსებობისთვის, ყოფნა არ ყოფნისთვის. გადავხედოთ ჩემს ისტორიას, ერთადერთი ადამიანი ვარ ლამის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რომელიც რასაც ვამბობდი, ყოველთვის ვაკეთებდი და იმაზე ბევრად მეტს ვაკეთებდი, ვიდრე ვამბობდი", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ამჟამად უკრაინის რეფორმების ასოციაციის თავმჯდომარემ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა მორიგი წინასაარჩევნო ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც დაპირებებიც გააჟღერა. ტრადიციულად, სააკაშვილმა საქართველოს მონატრებაზე ისაუბრა და დაპირდა ამომრჩეველს ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნებას, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გამოსწორებას და მდიდარი ქვეყნის შექმნას დაპირდა. ამასთანავე ბოდიშიც არ დაავიწყდა ქართველო საზოგადოებისთვის.