სომერსეტის საშუალო სკოლის მოსწავლეებმა სპეციალური საჭიროებების მქონე კლასელს საშობაო საჩუქარი გაუკეთეს. ვიდეო, რომელიც საჩუქრის გადაცემის ეპიზოდს აღწერს, Facebook-ზე გავრცელდა და ამ დროისთვის 6 მილიონამდე ნახვა აქვს.

მოსწავლეებმა გილბერტისთვის საჩუქრის შესაძენად ფული შეაგროვეს და ორი წყვილი ფეხსაცმელი იყიდეს.

გილბერტი მანამდე ამერიკული საზომით 10 ზომის ფეხსაცმელს ატარებდა, სინამდვილეში კი 13 ზომა სჭირდებოდა. ერთხელ მან ახსენა, რომ ძალიან აწუხებდა პატარა ზომის ფეხსაცმელი, რაც მის მეგობრებს არ გამოჰპარვიათ.

ვიდეოში ჩანს, როგორ უხარია გილბერტს გულით გაკეთებული საჩუქარი.

„ეს საჩუქარი თითოეული ჩვენგანისგან არის“ - ამბობს ვიდეოს ერთ-ერთი გმირი.