ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაის თქმით, ქვეყანაში ამ რაოდენობის კოვიდინფიცირებული არ ყოფილა, თუმცა ეს პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს, ვინაიდან სწრაფად მოხდა ინფიცირებულებთან კონტაქტის მოძიება.

"ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 87 აჭარიდანაა, 19 გახლავთ იმერეთი, 6 არის გურია, 18 თბილისი. ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში არ ყოფილა მაგრამ ეს 158 ციფრი ჩვენ პანიკის საფუძველს არ გვაძლევს. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ წყნარად ვიყოთ, მინდა ავხსნა, რატომ არ არის ეს პანიკის საფუძველი, ძალიან სწრაფად მოხდა ინფიცირებულებთან კონტაქტის მოძიება, მათი მყისიერი სწრაფი გამოკვლევა, ამ გამოვლინებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობა გახლავთ ბათუმი და ბათუმში კორონავირუსი, თითქმის უკვე ლოკალიზაციისკენ მიდის", — განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

12 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 9-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის გვერდზე განახლდა.