საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებმა ემოციურად გააცილეს საყვარელი მასწავლებელი პენსიაზე.

როდესაც ალან დონატი სკოლის შენობას ტოვებდა, დერეფანში 700-მდე ბავშვი შეიკრიბა მასთან გამოსამშვიდობებლად. პედაგოგმა მათგან სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღო.

„ვხედავდი, როგორ ტიროდნენ მოსწავლეები და მეც ძლივს ვიკავებდი ცრემლებს“,- ამბობს ვიდეოს მთავარი გმირი.

ალან დონატი საფრანგეთში, პაულ ფორტის სკოლაში 38 წლის განმავლობაში ასწავლიდა ფიზიკას და უამრავი თაობა აღზარდა.

იხილეთ ვიდეო