იმერეთში კორონავირუსი კიდევ 8 პირს დაუდასტურდა. როგორც On.ge-ს იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა ეს შემთხვევები დღეს გამოვლენილ 87 შემთხვევაში არ შედის.

11 სექტემბრის, დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი დღეს 20-თ გაიზარდა.

დილის მონაცემებით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 1 917 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა — 1 354, გარდაიცვალა — 19. იმერეთის ახალი შემთხვევები Stopcov.ge-ს მონაცემებზე ჯერ არ დამატებულა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: