ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, კობა ნაყოფიას განცხადებით, შესაძლოა, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

"ზუგდიდში აუცილებლად გაიმარჯვებს ქალბატონი გიული. მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ", — განაცხადა ნაყოფიამ.

მისივე თქმით, გიული ასალანიასა და სხვა მაჟორიტარებს 15 ოქტომბერს წარადგენენ.

გიული ალასანიას შვილი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი ნაციონალურმოძრაობას პრემიერმინისტრობის კანდიდატად ჰყავს წარდგენილი.

რაც შეეხება ზუგდიდის ოლქს, იქ ევროპულ საქართველოს კანდიდატად გიგი უგულავა ყავს წარდგენილი.