სამხედრო დასახლებაში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. როგორც On.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, მსხვერპლი არ არის.

"ისანი-სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მოქალაქეს აუფეთქდა სანთებელის სატენი. ნგრევა და მსხვერპლი არ არის, კიდურების დამწვრობა მიიღო ერთმა მოქალაქემ. დაშავებული კონტაქტურია და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში", — საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.