ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს — ჯაფარიძე
ლელოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში განიხილა და აღნიშნა, რომ ანაკლიის პროექტი აშშ-სა და საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რაც ნათლად დასტურდება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით.
ლელოს გენერალური მდივნის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში პოზიტიურია, თუმცა ანაკლიის პროექტი გააჩერეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს.
"სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დიპლომატიური ენით არის გადმოცემული ის გარემოება, რომელიც ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს: შერჩევითი სამართალი, მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება და პროპორციული დავების არასწორად წარმართვა. რაც მთავარია, ანგარიშში ნათქვამია და გარკვევით წერია ხელისუფლების მიერ ანაკლიის განვითარებისთვის შეწყვეტილი პროექტის შესახებ, სადაც კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეერთებული შტატების და საქართველოს სტრატეგიულ ინტერესში.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მათი შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში პოზიტიურია, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ხელისუფლებას წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს. თუ კარგად გაეცნობით სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, იქ პირდაპირ ჩანს ის პრობლემები, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით. ქვეყნიდან დღეს ინვესტიციები გაედინება და ჩვენ ვერ ვახერხებთ იმ პროექტების განვითარებას, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ჩემს ქვეყანას", — აცხადებს ჯაფარიძე და იმ გარემოებასაც უსვამს ხაზს, რომ ანაკლიის პროექტის შეჩერება პირდაპირ არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ.
ეს ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ საქართველომ ვერ შეასრულა რეგიონში მისი ფუნქცია. ლელო საქართველოსთვის მთავარი მიზანია, საქართველო გახდეს რეგიონის კარიბჭე. ეს შესაძლებლობა ქართულმა ოცნებამ საქართველოს წაართვა", — აღნიშნა ჯაფარიძემ.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები