ბათუმში წესების დარღვევის გამო 7 მარკეტი, 2 სასტუმრო და 3 სარიტუალო დარბაზი 10 000 ლარით დაჯარმიდა.აღნიშნული ობიექტები შრომის ინსპექციამ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელებმა შეამოწმეს.

შემოწმება 8 საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტშიც განხორციელდა, რომელთაგან მოთხოვნები მხოლოდ 1-მა დააკმაყოფილა:

  • გუდვილი

მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 7-მა სავაჭრო ობიექტმა:

  • ვილმარტი
  • სპარი
  • ნიკორა
  • ორი ნაბიჯი
  • იალჩინ მარკეტი
  • მაგნიტი
  • კარფური

შემოწმებულ 8 სასტუმროთაგან მოთხოვნები 6-მა დააკმაყოფილა:

  • აისი
  • ბესტ ვესტერნი
  • მერკური
  • აქვა ჰოტელი
  • შერატონი
  • რედისონი

მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 2-მა სასტუმრომ:

  • სტამბული
  • გალოგრე

საქმიანობა შეაჩერა 17-მა სარიტუალო დარბაზმა. შრომის ინსპექციის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლემის მხრიდან მათზე კონტროლი ხორციელდება.

ბათუმში, სამუშაო პროცესში რეკომენდაციების დაცვის შესრულებასთან დაკავშირებით, ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა საზოგადოებრივი კვების ობიექტების მონიტორინგი. გაფრთხილების შემდგომ შემოწმდა 28 კვების ობიექტი. უწყების განცახდებით, მათ რეკომენდაციები სრულად ჰქონდათ გათვალისწინებული.

მოთხოვნები დააკმაყოფილა ყველა შემოწმებულმა კვების ობიექტებმა:

  • შავი ზღა
  • ბალაგანი
  • ფიშლანდია
  • ფიშპოინტი
  • პორტა ბათუმი
  • ოქროს თევზი
  • მარსელი
  • მაჭახელა
  • სანაპირო
  • ადმირალ ტერასა
  • ლე პორტე
  • ლაით ჰაუსი
  • პონტოსი
  • აჭარა პალასი
  • ბახტრიონი
  • ზაქარა
  • თეთრი ბათუმი
  • მეფაიტონე
  • შერეკილები
  • შუმერული
  • ძველი გემო
  • ხინკლის გემო+
  • ფიროსამანი
  • თავადური
  • საზანდარი
  • ახალი გემი
  • ვივა ლათინო
  • ნეო კა